გიორგი ბადაშვილი ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მოადგილესთან გიორგი გაბიტაშვილთან და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს რაივის კრონბერგისს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა სტუმრებს პროკურატურის საქმიანობა გააცნო და საზოგადოებაში უწყების როლის შესახებ ესაუბრა. ასევე დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ლატვიის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სტრუქტურისა და იუსტიციის სამინისტროს მუშაობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები