კოტე კუბლაშვილი თეა წულუკიანს შენიშვნას აძლევს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას.
“რაც შეეხება ჩემს ვადას, მე მგონი, მთავრობაშია შემოდგომაზე ცვლილებები მოსალოდნელი და ხომ არ ჯობია, ჯერ ამაზე იფიქროს? რაც შეეხება მოსამართლეთა კომპეტენციას, ეს გამოჩნდა იმ საქმეებში, რომელიც განიხილეს ჩვენმა მოსამართლეებმა და არ მგონია, რომ არა იურისტმა ადამიანმა შეძლოს მოსამართლის კომპეტენციის შეფასება. მას ზოგადად, პრეტენზიები აქვს იმის მიმართ, რატომ არის სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი. მის მიერ განხორციელებული ე.წ. რეფორმის ერთადერთი ძირითადი მიზანი არის მისთვის არასასურველი მოსამართლეების მოცილება. ეს მას არაერთხელ დაუფიქსირებია“, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ “მოუთმენლად ელოდება 2015 წლის მარტს, როდესაც კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება”. ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, „თუ მოსამართლეთა კომპეტენტურობის მიმართ კითხვები არსებობს, ეს ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც მოსამართლე დაჩაგრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები