“ნაცმოძრაობის” ოფისთან პოლიციელები არიან მობილიზებულნი

“აიკრძალოს “ნაცმოძრაობა”, “ნაცებო, ნუ იტაცებთ ხალხს”, “კრიმინალს + ძალადობა – ნაცებს”, “არ გამოგივათ რევანში” – ამ შეძახილების ფონზე “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები თბილისში, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილებმა „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ცოცხები და „ვენოკი“ მიიტანეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აიკრძალოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შენობას პოლიციელების გაძლიერებული კორდონი იცავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შენობის ეზოში პარტიის წარმომადგენლები, და ახალგაზრდა აქტივისტები იმყოფებიან, რომლებმაც სიმღერა – “მიშა მაგარია” დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები