სამხატვრო აკადემიასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

სამხატვრო აკადემიასთან აკადემიის სტუდენტების აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებსა და აკადემიის თვითმმართველობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. თვითმმართველობის წევრები აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შეკრებილი სტუდენტების ნაწილი რექტორის არჩევნების შედეგბის გაბათილებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მათთვის გია გუგუშვილის კანდიდატურა მიუღებელია. გარდა ამისა, ისინი ერთ-ერთი ყიფილი ლექტორის, ლუიზა ალფერაძის სასწავლებელში დაბრუნებასაც მოითხოვენ. აქციის მონაწილე სტუდენტების თქმით, აკადემიის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს პირველკურსელებს აჩვენოს, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, რეალურად უმაღლეს სასწავლებელში არ არის ის დონე, რაც უნდა იყოს. მათივე განმარტებით, გუგუშვილი ვერ შეძლებს აკადემიაში იმ ძირეული რეფორმების გატარებას, რაც აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ აკადემიის ახალი რექტორი გუშინ აირჩიეს,რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები