გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში ქალი მოიწამლა

თბილისში, ხვიჩიას ქუჩაზე გაზის გაჟონვის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, გაზის გაჟონვის შედეგად 83 წლის მოხუცი ქალბატონი მოიწამლა. ის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე 1 სამაშველო  და 1 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები