სკოტ ბესენტი – პუტინი ომის დამნაშავეა
აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ პუტინი “ომის დამნაშავეა”. მანვე, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სუსტი სანქციების დაწესებისთვის გააკრიტიკა.
ამასთან, კითხვაზე, გამართავდა თუ არა მოლაპარაკებას ომის დამნაშავესთან, სკოტ ბესენტმა უპასუხა, რომ დიპლომატიის ბუნებიდან გამომდინარე, კი.
„ვფიქრობ, დიპლომატიის ბუნებაა, რომ ორივე მხარესთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება. ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონელებთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო”, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ბესენტმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების “სუსტი” პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის პოლიტიკით ნავთობზე გამოწვეული ფასების ვარდნით, რუსეთის “ომის მანქანას” რეალური ზიანი ადგება.