“რუსეთის ქმედებები არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპას და მსოფლიო წესრიგს უქმნის საფრთხეს”

რუსეთის ქმედებები არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპას და მსოფლიო წესრიგს უქმნის საფრთხეს, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაერთიანებული ჯარების შექმნას შეეხებოდა. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის უმაღლესი ღირებულება ქვეყნისთვის. რუსეთის ეს ნაბიჯები შეიცავს საფრთხეს, რომ მსოფლიოში არც ერთი საერთაშორისო კანონი არ მოქმედებდეს, ვინაიდან ერთმა სახელმწიფომ, შეიძლება ითქვას, აიწყვიტა. ეს ემუქრება საქართველოს, ემუქრება ევროპას და მსოფლიო წესრიგს, შესაბამისად, ამას სჭირდება სათანადო რეაგირება, ჩვენი ხელისუფლებისგან ეს რეაგირება უკვე არის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები