ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილი, ქსელი, ინდივიდუალური მრიცხველები.

,,სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 400 -მდე ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდა ქვემო არცევისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია დაგეგმილია კიდევ 7 სოფელში – ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები