“მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურრეალიზმთან გვაქვს, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის აღქმა რეალისტური უნდა გახდეს” – ქადაგიშვილი
„მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურრეალიზმთან გვაქვს, ნათქვამია – „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაბარებული საქართველო“, „ირანს ჩაბარებული საქართველო“, „რუსეთს ჩაბარებული საქართველო“, ეს ის პროპაგანდისტული კლიშეებია, რაც ამერიკის პროპაგანდისტულ სივრცეში მუშაობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ ეს ის პროპაგანდისტული კლიშეებია, რაც ამერიკის პროპაგანდისტულ სივრცეში მუშაობს. ადგნენ და ეს კლიშეები საქართველოს პირდაპირ მიაწებეს. არ მგონია, კონგრესმენებიდან ბევრმა იცოდეს, საქართველოში რა ხდება. ეს სოლიდარობით კენჭისყრაა. ამ კლიშეებს რომ წაიკითხავ, მიხვდები, რომ საუბარია ერთგვარ ლობისტურ ქმედებაზე, რასაც საქართველოს რეალობასთან ნაკლებად აქვს შეხება. იმ ადამიანების მიკვირს, ვინც ქართველ პოლიტიკოსობას იბრალებს და ასეთ სიურრეალისტურ სათაურებს ტაშს უკრავენ და თავის პოლიტიკურ გეგმებს ამაზე აწყობენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა