„ ორ კვირაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის სრულად აღწერა შეუძლებელია“

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე ისაუბრა. კაციტაძის თქმით, ის სკეპტიკურად უყურებს 5 – 19 ნომბრამდე მოსახლეობის აღწერის შესაძლებლობას.
„ ბევრ კითხვას ბადებს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს 5-19 ნოემბრამდე აღწერა, რომელმაც უნდა მოგცეს სრული მონაცემი. 2 კვირა არ არის ის დრო, როდესაც შეიძლება 3,4 ან 4 მილიონი ადამიანის აღწერა მოასწრო. როგორც წესი, სერიოზული აღწერის დროს აღიწერება ამ ადამიანების საცხოვრებელი ადგილი და ქონების მონაცემებიც, მაგრამ მხოლოდ ვინაობების გასარკვევადაც კი ურთულესია ერთი შემოვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ერთი კარდაკარით დავფაროთ მთლიანად ის პრობლემა, რასაც ჰქვია მოქალაქეების აღწერა. ძალიან ეჭვი მეპარება, ამ პერიოდში ჩვენ ერთმანეთი დავთვალოთ“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის განცხადებით, აღწერას სჭირდება წინასწარი სამუშაოებიც, მათ შორის წინასწარი კარდაკარიც. მისი განცხადებით, 2014 წლის აღწერის შედეგები ობიექტური ვერ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. მისი მიზანი საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღებაა. აღწერის ორგანიზატორია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები