ირაკლი ზარქუა: ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ
“ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი კარგად იქნება.
„ეს უსამშობლოები რომ ფინანსდებოდა აქ, ვინც ლგბტ პროპაგანდას მხარს უჭერდა, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა… ვიცი დაკვეთა გაქვს, არ მალაპარაკო სიმართლე, მაგრამ მაინც მოგიწევს.
შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს გესმის? ახლა რომ პროვოკატორობ აქ. კითხვა დასვი, გპასუხობ და გადახვედი. ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება“, -მიმართა ზარქუამ ჟურნალისტს.