ტრამპმა ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილი იერიში დაგმო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ინდოეთის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
“ეს სამარცხვინოა. ჩვენ ამის შესახებ ახლა შევიტყვეთ, როდესაც ოვალურ კაბინეტში შევდიოდით. ვფიქრობ, გამოცდილებიდან გამომდინარე ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. ისინი იბრძვიან უკვე მრავალი ათწლეული და საუკუნეა, თუ კარგად დავფიქრდებით. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება”,- აცხადებს ტრამპი.
პაკისტანის ცნობით, ინდოეთის თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ტერიტორია იყო და იერიშს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა.