საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი სოფელ გიორგიწმინდაში გამართულ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გიორგიწმინდაში გამართულ სახალხო დღესასწაულს დაესწრო,”- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგობა 2025 ტრადიციულად აღინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით იქნა აღდგენილი.

“ღონისძიების ფარგლებში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის ჭიდაობის ტურნირი მოეწყო. წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეები.

ავთანდილ გულიკაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

ღონისძიება საკონცერტო ნომრით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და სოლო მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები