ხულოს მუნიციპალიტეტში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

“ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იაკობაძეებში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, მოეწყო კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 58 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები