საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახაბერ გულედანმა მცხეთა-მთიანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინა

„საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, მცხეთა-მთიანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ გუბერნატორს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია რეგიონებში მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში განხორციელება, ასევე აუცილებელია ეფექტიანობის გაზრდა და მაქსიმალური კოორდინაცია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დღეს დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები