პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად სიმონ გულედანი დანიშნა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად სიმონ გულედანი დანიშნა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიმონ გულედანი დღემდე გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, მუშაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.