ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ჭიათურის მერმა დიპლომატს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ლაბაძე ესწრებოდნენ.

დღესვე ჩინეთის ელჩმა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კაცხის სვეტი და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები