მახაშვილი – “ქართული ოცნების” ყრილობაზე: მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები და ამ ჭრილშიც განვიხილავთ პარტიულ გადაწყვეტილებებს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ
7 მაისს “ქართული ოცნების” ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
აღნიშნულ თარიღს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ეხმაურება.
“ეს არის მე-9 ყრილობა ჩვენთვის და ამ ყრილობის დროს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გადავახარისხოთ პოლიტსაბჭო, ავირჩიოთ ახალი ხელმძღვანელობა. მეორეს მხრივ იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენთვის და მოსახლეობისთვის აქტუალური თემები განვიხილოთ და დავგეგმოთ, იცით, რომ მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია ამ ჭრილშიც განვიხილავთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებებს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები, გამართულები, კოორდინირებულები შევხვდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს”, – აცხადებს მახაშვილი.