თორნიკე ჭეიშვილი „მეგობარ აქტზე“: ეს არის უსამართლობის და შეიძლება ითქვას მტრობის აქტიც

„რეალურად, ეს არის უსამართლობის და შეიძლება ითქვას მტრობის აქტიც კი,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი უსამართლო რიტორიკით საუბარი უშედეგოა.

„პრაქტიკულად ამ სამართლებრივ დოკუმენტზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გადმონაშთი ბაიდენის ადმინისტრაციისა და რომელიც ხელახლა იქნა დღის წესრიგში დაყენებული რამდენიმე კონგრესმენის მიერ, მათ შორის ცნობილი ჯო უილსონის მიერ. რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საქართველოს სახელმწიფოსთან მსგავსი დოკუმენტებით, მსგავსი უსამართლო რიტორიკით საუბარი აბსოლუტურად უშედეგოა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები