ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 13%-ია უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც დაბალი ციფრი ნამდვილად არ არის, თუმცა რა მემკვიდრეობაც მივიღეთ, იმასთან შედარებით ეს სერიოზული წინსვლაა
„ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 13%-ია უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც დაბალი ციფრი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენ რა მემკვიდრეობაც მივიღეთ, იმასთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სერიოზული წინსვლაა, ვინაიდან დაახლოებით 26%-ის ფარგლებში იყო 2020 წელს ეს ციფრი,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირების მიხედვით, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, რაც არის ევროპულ სტანდარტზე კიდე უკეთესი შედეგი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშს მოისმენენ.