პოლიციას ფეისბუქი მძარცველის დაკავებაში დაეხმარა

   დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებს ეჭვმიტანილის დაპატიმრებაში სოციალური ქსელი ფეისბუქი დაეხმარა.
პოლიციამ 190,000 დოლარის ღირებულების ბრილიანტებისა და მარგალიტის მოპარვაში ეჭვმიტანილი პირი მისივე ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ფოტოების დახმარებით დააკავა.
გამდიდრებული კრიმინალი ფეისბუქის მომხმარებელი გახლდათ, ბევრს მოგზაურობდა და სურათებს ფეისბუქის პირად გვერდზე ტვირთავდა, რამაც ბრიტანელ დეტექტივებს საქმე გაუმარტივა. 31 წლის კარლ როდრიგესი დიდ ბრიტანეთში 2011 წლიდან იძებნებოდა. როდრიგესმა დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც 2011 წლის ოქტომბერში მანჩესტერის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ის და მისი თანამზრახველი ბრილიანტებით მოვაჭრე ბიზნესმენს საკუთარ ავტომობილში თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს. რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად სამართალდამცველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობა გაარკვიეს. იმ დროისთვის მას ბრიტანეთის საზღვრები უკვე გადაკვეთილი ჰქონდა.
კარლ როდრიგესმა ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ინგლისი დატოვა და მშობლიურ კოლუმბიას მიაშურა. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში არ მოქმედებს საერთაშორისო სამართალი. შესაბამისად, ინტერპოლისა და სხვა საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილი დამნაშავეების ექტრადირება ვერ ხორციელდება. სწორედ ამ მიზეზის გამო ბრიტანელები დამნაშავის დაკავებას ვერ ახერხებდნენ. როდრიგესი საპატრულო პოლიციამ 2014 წლის იანვარში დააპატიმრა. კარლი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა, რის საფუძველზეც სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბრილიანტების ძარცვაში ეჭვმიტანილის ნამდვილი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დაადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები