მიქანაძე – „მეგობარ აქტზე“: არანაირად მეგობრული არ არის, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების საწინააღმდეგო
“არანაირად მეგობრული არ არის, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების საწინააღმდეგო”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „მეგობარ აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
„თუ მართლაც ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, რომ საქართველოსთან მიმართებით მეგობარი აქტი იყოს მიღებული, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, თუმცა მისი შინაარსი 180 გრადუსით უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა მიქანაძემ.