თორნიკე ჭეიშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან – რამდენიმე თვის წინ თავად იყვნენ პირადად შემოქმედნი იმ ძალადობის, რომლის დროსაც არაერთი პოლიციელი დაშავდა
,,ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან. რამდენიმე თვის წინ თავად იყვნენ პირადად შემოქმედნი იმ ძალადობის, რომელსაც საერთო ჯამში შედეგად მოჰყვა მათ შორის არაერთი პოლიციელის დაშავება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული, ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია.
„რეაქცია [საფრანგეთში აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე], რასაც თვალს ვადევნებთ საქართველოში, არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, როგორ შეიძლება იყოს ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. მოთხოვნები, რომელიც მანიფესტანტებს გააჩნდათ, ერთმნიშვნელოვნად სოციალური შინაარსის მატარებელი იყო იმისგან განსხვავებით, რასაც თვალს ვადევნებდით საქართველოში.
ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან. რამდენიმე თვის წინ თავად იყვნენ პირადად შემოქმედნი იმ ძალადობის, რომელსაც საერთო ჯამში შედეგად მოჰყვა მათ შორის არაერთი პოლიციელის დაშავება. ვიცით, რომ ერთ-ერთმა ამის გამო მხედველობაც კი დაკარგა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, პარიზში, პირველი მაისის დემონსტრაცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია 50 ადამიანი.