ვოლსკი – ოპოზიციაზე: შეჯიბრი აქვთ, ვის უფრო დამაზიანებელი რესურსი გააჩნია და სად შეიძლება ამ რესურსის გამოყენება – არჩევნებში მონაწილეობით თუ არჩევნების ბოიკოტით
”რასაკვირველია, ოპოზიციაში დაბნეულობა არსებობს, თუ ამას დაბნეულობა ჰქვია, მაგრამ მათ შეჯიბრება აქვთ, ვის უფრო დამაზიანებელი რესურსი გააჩნია და სად შეიძლება ამ რესურსის გამოყენება – არჩევნებში მონაწილეობით, თუ არჩევნების ბოიკოტით, დავა ამაზე მიდის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
“ფაქტია, რომ ოპოზიციის რიგებში დაბნეულობას ინსტრუქციის არქონა განაპირობებს. „მაკკეინის ინსტიტუტმა“ სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი, თუმცა მათი მხრიდან აქტიური მოწოდებები იყო, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს და რევოლუცია განვითარებულიყო. ეს ვერ შედგა. ალბათ, ახლა იქაც მათი პატრონები სხედან და მსჯელობენ, როგორ უკეთ გამოიყენონ მოღალატეთა არმია, რათა საქართველოში ის პროცესი განვითარდეს, რაც ჩვენ ძვირი დაგვიჯდება, თუმცა ვიღაცისთვის ეს მომგებიანი იქნება“, – ამბობს ვოლსკი.