“არცერთი წამით არ შეგვიჩერებია მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათი განწყობებიც ვიცით, 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ” – მახაშვილი

“არცერთი წამით არ შეგვიჩერებია მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათი განწყობაც ვიცით, 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან არაერთი გაუაზრებელი ინიციატივა და იდეა ისმის.

“ოპოზიციის მდგომარეობა ჰგავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ შველა ითხოვოს, სრულიად ახალ-ახალ, გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ მოძრაობებს აკეთებს, რაც მას აზიანებს და ჭაობის სიღრმეში უფრო მიექანება. ჩვენს გამარჯვებაში იმიტომ ვართ დარწმუნებული, რომ არცერთი წამით არ შეგვიჩერებია მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათი განწყობებიც ვიცით. ხელისუფლების ძლიერი პოზიციები და ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – ამბობს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები