“მსოფლიოში პროცესები ისე არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიისგან“ – მაჭარაშვილი

“არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში პროცესები ისე არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიისგან“, – ამის შესახებ „ ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა, არსებობს „დიფ სთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრეც, ახლაც და ა.შ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის სანქციებით მუქარები. ამავდროულად, შევახსენოთ საზოგადოებას, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ერთ-ერთმა ბიუროკრატიის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ სანქციებს, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც, რადგან, როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ, მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები