“დღევანდელ დასავლეთში აშკარაა, მიმდინარეობს პროცესები, როდესაც დემოკრატიის სახელით ხდება შეტევა დემოკრატიაზე და სწორედ დემოკრატია იზღუდება” – მარიამ ლაშხი
“დღევანდელ დასავლეთში აშკარაა, მიმდინარეობს პროცესები, როდესაც, ერთი მხრივ, დემოკრატიის სახელით ხდება შეტევა დემოკრატიაზე და სწორედ დემოკრატია იზღუდება”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა განუცხადა.
„განსაკუთრებით საყურადღებოა გერმანიის სიტუაცია, როდესაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც მოსახლეობის 27%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს – გერმანიის მოსახლეობის მეოთხედს წარმოადგენს, მათი იგნორირება ხდება, როდესაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფაშისტურად და ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცხადდება. ამასთან, რაც ყველაზე საყურადღებოა, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ხდება.
იგივე შემაშფოთებელი სურათია საფრანგეთშიც, სადაც მარინ ლე პენის პარტიაზე მიმდინარეობს პირდაპირ თავდასხმა, შეეზღუდა პოლიტიკურ პროცესებშიც მონაწილეობა და ეს არის არა მხოლოდ ცენზურა, არამედ არამეინსტრიმულ პარტიებზე გლობალური ძალების მიზანმიმართული შეტევა.
ჩვენ გვინდა არა პერიფერია, არამედ ევროპული ოჯახის ღირებული წევრი ვიყოთ“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.