მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა დაავალონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება

“ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა დაავალონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

“ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ცოტა გაურკვეველია, სავარაუდოდ, ინსტრუქციები და მითითებები იგვიანებს, თუმცა რაღაც პროცესები გააპარალელეს იმის მოლოდინში, რომ, საბოლოო ჯამში, მონაწილეობას მოსთხოვენ თავიანთი გარე უფროსები. ახლა როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, როგორი დავალებაც არ უნდა წამოვიდეს გარედან, დაიშალონ 7 პარტიად, გაერთიანდნენ თუ ა.შ. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მათი რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები