აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ATM 2025-ზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.
,,გამოფენის ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსხვილ ტუროპერატორებთან, რომლებიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე  საქართველოს მიმართულებით გეგმავენ მუშაობას. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მედიის წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან, რომელთა ჩართულობითაც სეზონზე აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება იგეგმება. გასული წლის მსგავსად, წელსაც იგეგმება პირდაპირი ფრენები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბათუმის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არაბი ტურისტების ზრდას. დუბაის საერთაშორისო გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში. წელს მასში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.  ჯამში გამოფენას 55 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.

 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინის, რიგის, ჩეხეთის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები