ახმეტაში ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ცენტრი, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს და მოზარდებს ევროპული ხარისხის მუსიკა თერაპიის სეანსებს სთავაზობს.

,,თერაპიული ცენტრის გახსნის მიზანია, საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიუმჯობესონ: ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, შემეცნებითი ფუნქციები, ენა და მეტყველება, ყურადღების კონცენტრირების უნარი, იმპულსის შეკავება, ქცევის და ემოციის თვითრეგულაცია, ერთობლივი თამაშის უნარები, სოციალური ცნობიერება და კომპეტენცია, სენსორული აღქმის ზღურბლის ნორმალიზება.

ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას ახმეტის მუნიციპალტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები