დავით მათიკაშვილი: ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის კონკრეტული წყარო, ძალა, გლობალური „დიფ სთეითი”, რომელიც მართავს აგენტურას საქართველოში

,,ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის კონკრეტული წყარო, ძალა, გლობალური „დიფ სთეითი”, რომელიც მართავს აგენტურას საქართველოში”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, გიორგი გახარიას პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

„არა მხოლოდ გახარიას პარტიაში, არამედ სხვა პარტიებშიც ვხედავთ აქტიურობას. რეგიონებში კონფერენციებს მართავენ, კონკრეტულ პირებს ტრენინგებზე აგზავნიან, რომელიც საარჩევნო დღისთვის დამკვირვებლის სტატუსისთვის არის გათვალისწინებული და ა.შ. გახარიას პარტიაზე რომ ვილაპარაკოთ, ფაქტობრივად ისინი პარლამენტში სამართლებრივად არიან კიდეც იმიტომ, რომ რეალურად სიები არ ჩაუხსნიათ, მიიღეს ის შემოსავალი ბიუჯეტიდან, რაც არის გათვალისწინებული ამ კუთხით და რაღაცა თვალთმაქცობას აქვს რეალურად ადგილი. საბოლოო ჯამში კი, არის იმის მოლოდინი, რომ შემოვლენ ეს ე.წ. პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტში. თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა, ასევე მათი მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში ისე, როგორც სხვა პარტიების მონაწილეობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის კონკრეტული წყარო, ძალა გლობალური „დიფ სთეითი”, რომელიც მართავს ამ აგენტურას საქართველოში. ეტყვიან თავდაყირა დადექით, დადგებიან თავდაყირა, ეტყვიან შედით პარლამენტში, რიგი დადგება პარლამენტში რადიკალების, ეტყვიან მიიღეთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და ანალოგიურად ადეკვატურად გაჩნდება ბიულეტენში იმ პატიების დასახელება, ზოგიერთი დღეს რომ ჯოხს ირტყამს და ხმამაღლა გაიძახის, რომ არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ასე რომ, როდესაც არ ხარ დამოკიდებული საკუთარ არჩევანზე, როცა წარმოადგენ „დიფ სთეითის“ აგენტურულ ქსელს, ბუნებრივია, გააკეთებთ იმას, რასაც დაგავალებენ. ვნახავთ რა დაავალეს ამ კონკრეტულ პარტიას, როგორც გახარიას, ასევე დანარჩენ პარტიებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები