აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, სადაც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დახვეწის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან შესვლისა და კანონით ნებადართული საქონლის გადატანის საკითხებზე, ასევე, დევნილთა განსახლების ობიექტების ავარიული მდგომარეობის შესახებ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს გასცა პასუხი და დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებებით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ამომწურავი ინფორმაციისთვის.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„კითხვები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ იქნა დასმული არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსით მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, არაერთი პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შევძელით და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები