ირაკლი კირცხალია – „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს

„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს,”- ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ეს ის პარტიაა, რომელმაც კონფერენციაზე კრიმინალ სააკაშვილს სკამი დაუდგა. ეს პარტია ჯერ „ნაცმოძრაობის“ ლობიზმს ეწეოდა, ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობისას“ ეწევა. გასაგებია, რომ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტია“ დიდია და მასში ბევრი პარტია ერთიანდება, მაგრამ იმ გზას აგრძელებენ, რაზეც იდგნენ. „ნაცმოძრაობის“ მიმართ როგორი ლობიზმით გამოირჩევიან, კარგად გვახსოვს. მათ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს, რადგან მათი ქმედებები გაჟღენთილია ლობიზმით და იმ ორმაგი სტანდარტებით, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან მოედინება“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ვალენსიაში, ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები