იაგო ხვიჩია: სალომე ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს
“სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან – მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„კოალიციური მთავრობის იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ჩადენილი ქმედებების, ათასნაირი კოალიციების, ქარტიების თუ რაღაც ჯანდაბების შემდეგ როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მისი მხრიდან არასერიოზული გამოდის, რაც არ უნდა სერიოზული იყოს კოალიციური მთავრობის იდეა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.