დავით მათიკაშვილი – რასა იუკნევიჩიენეს განცხადება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია იმის დასანახად, თუ რა ძალები ებრძვიან ქართველ ხალხს და ქვეყანას

„რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთან მიმართებით დიდი ხანია მეგობრობისგან შორს არის, ფაშისტურ რიტორიკაზეა გადასული,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია იმის დასანახად, თუ რა ძალები ებრძვიან ქართველ ხალხს და ქვეყანას.

„რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთან მიმართებით დიდი ხანია მეგობრობისგან შორს არის. ეს ადამიანი ფაშისტურ რიტორიკაზეა გადასული. საზოგადოებისთვის მისი განცხადება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია იმის დასანახად, თუ რა ძალები ებრძვიან ხალხს და ქვეყანას, სად ხედავენ ეს ძალები საქართველოს და რა სურთ ქვეყნისგან. მათ სიკეთე და პროგრესი რომ არ სურთ, ეს ცხადია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები