დავით მათიკაშვილი – კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან ოპოზიციას საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა აქვს

„კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 64 მუნიციპალიტეტში ოპოზიციას მარცხი ელოდება.

„ეს ფირფიტა არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს. მათ არ აქვთ შანსი, რაიმე ფორმით, თუნდაც თვითმმართველობის დონეზე აქტიურები იყვნენ მმართველობით რგოლში. სინამდვილეში, 64 მუნიციპალიტეტში ოპოზიციას მარცხი ელოდება. ეს ყველაფერი იმ რეიტინგებში ჩანს, რაც არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები