გორდულაძე – ოპოზიციაზე: პირდაპირ მართულები არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ Deep state-ს ხელი შეუწყონ, რათა ჩვენს ქვეყანაში მათი აგენტურა როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში
“ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მართულები არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ Deep state-ს ხელი შეუწყონ, რათა ჩვენს ქვეყანაში მათი აგენტურა როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩოლ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“კოლექტიური ჯო უილსონები ძალიან კარგად ვიცით, ებრძვიან არა “ქართულ ოცნებას,” არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში. მათ არ უნდათ, რომ სიმართლე ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ მწამებელი რეჟიმის წარმომადგენლები და აგენტურა იყოს ხელისუფლებაში მოსული. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები.
კიდევ ერთხელ, ეს ხაზს უსვამს, რომ “ქართული ოცნების” წევრები ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს ძალიან მავნებლური დამოკიდებულება და მისწრაფებები, რათა ჩვენს ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია, რომელსაც მოჰყვება “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლა, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვის დაკრულზე იცეკვებენ,” – აღნიშნა გორდულაძემ.