თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ჰისაიუკი ფუჯიისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,ელჩმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას და ა.შ.
საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაიხსენა საოკუპაციო ხაზთან მისი ვიზიტი და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კარგად ესმის საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარების სირთულე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ მეტად გაძლიერების მიმართულებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები