ლევან იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო
30 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
” სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც ამ ტერიტორიების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს და მოსახლეობას თავის კარ-მიდამოში დარჩენის მოტივაციას შეუქმნის”, – წერია ინფორმაციაში.