4 წლის დათას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“გამარჯობა მეგობრებო, დათას მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა ვიდრე წარმომედგინა, დღეს ვიყავით კიდევ ერთ ვიზიტზე თემურ მიქელაძესთან, მუკოვისციდოზი და ცელიაკია გამოვრიცხეთ, მაგრამ უარესი დიაგნოზი დაგვისვეს რომელიც არის ალფა 1 ანტიტრიფსინის დეფიციტი, რომლის ერთი ანალიზიც დადებითი მოვიდა, მაგრამ საჭიროებს კვლავ გადამოწმებას, ამ გენეტიკური დაავადების მკურნალობა არ ხდება არც საქართველოში და არც მსოფლიოში.პლუს ყველაფერს აქვს მწვავე ეპილეფსია.სასწრაფოდ გასაკეთებელია ღრმა კვლევები რომ შევძლოთ დიაგნოზის დადასტურება ან უარყოფა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ზოგადი ბავშვის მდგომარეობაც ძალიან ცუდია თითქმის არ ჭამს და აწუხებს გამუდმებული ტკივილები და კრუნჩხვები, მე და დათას თქვენი კეთილგანწყობის და გვერდით დგომის იმედი გვაქვს რომ ერთად შევძლებთ დათასთვის სტაბილური მომავლის მიცემას
პნ-01005042246
თიბისი-GE49TB7132845063300014
საქ.ბანკი- GE28BG0000000603488910
მიმღები: მარია წიქორიძე”,- წერს მაშო წიქორიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები