ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: ოპოზიცია საკმაოდ დეზორიენტირებულია, რადგან მათ გარედან კონკრეტული მესიჯი ჯერ არ აქვთ მიღებული

„ოპოზიცია საკმაოდ დეზორიენტირებულია, რადგან მათ გარედან კონკრეტული მესიჯი ჯერ არ აქვთ მიღებული, თუ როგორ უნდა იყოს მათი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრების განცხადებები და ქმედებები წინააღმდეგობრივია.

„მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათ კიდევ ილუზია აქვთ, რომ რაღაცა მიზანს შეიძლება არეულობით და გადატრიალებით მიაღწიონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები