თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება

   გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური არტერიის თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე გამავალი მონაკვეთი. ტექნიკურ სამუშაოები 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენიზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ დღეს საღამოდან ჩატარდება.
აღნიშნული მიზეზების გამო დღეს, საღამოს 7 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ვარკეთილის მასივს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი 3-ის მ/რაიონებს და საქჰიდრომშენს; ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთის, ლილოს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტისა და მე-8 ლეგიონის დასახლებებს; ზემო და ქვემო ფონიჭალის, წმინდა ბარბარეს, გიგანტისა და მათ მიმდებარე კერძო დასახლებებს; მოსკოვის გამზირს, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა და ჟორესის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილს და სოფლებს: სადგურ ველს, გამარჯვებას, ახტაკლიას, ყარატაკლიას, გაჩიანს. წყალს გარკვეული შეფერხებით მიიღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმელნიცკისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები, ქეთევან წამებულის გამზირი და მათი მიმდებარე ქუჩები.
კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს ხვალ, საღამოს 6 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები