თეა წულუკიანი: ყოველთვის დავრჩები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი

თანამდებობის დატოვების შემთხევვაში, თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლად დარჩენას აპირებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანიში“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე თუ არ ვიქნები მინისტრი, ყოველთვის დავრჩები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი. აქედან გამომდინარე, მე ვიქნები იმ პარტიასთან და იმ კოალიციასთან, რომელიც ამ გეზს უერთგულებს ბოლომდე. ამასთანავე, მე დავრჩები, იმ პარტიასთან და იმ კოლაციასთან, რომელიც არის დასავლური ღირებულებების მქონე, რომელიც ქვეყანას მიუძღვბა ევროკავშირისკენ და ევრუპული ოჯახისკენ. მე აუცილებლად ვიქნები ასეთი პარტიების და პოლიტიკოსების გვერდით. ასეთი ორი პოლიტიკური გეზი მაქვს: „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა, რომ ისინი არადროს აღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს ჩემი პოლიტიკური მიზანია. მეორე გეზი – კი არის ის, რომ ევროპული ფასეულებებიდან საქართველომ არასდროს არ გადაუხვიოს. აქედან გამომდინარე, ირაკლი ჩემს თვალში არის ნომერ პირველი „თავისუფალი დემოკრატი, მის გვერდით დგომა რა თქმა უნდა არის საამაყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა „თავისუფალი დემოკრატების“ მოახლოებულ ყრილობაზეც. იგი ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნება კარგი აზრია. მისივე თქმით, იგი მიესალმება იმ ფაქტს, თუკი „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ცალკეული პარტიები უფროდაუფრო გაძლიერდებიან და გაფართოვდებიან.

„ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ დაბრუნება ვფიქრობ, კარგი აზრია. ეს ადრეც განიხილებოდა. მე მგონი, ეს ირაკლი ალასანიას ვუთხარი კიდეც, როდესაც ეს აზრი პარტიის წევრებში მუსირებდა. თორემ თავდაცვის მინისტრს იმდენი საქმე აქვს, ის არ ოცნებობს, პარტიის ხელმძღვანელიც გახდეს და საქმე დაიმატოს. თუმცა, პარტიის მოთხოვნა ეს იყო ნამდვილად. როგორც ვიცი, ყრილობაზე გენერალური მდივანიც უნდა შეიცვალოს და გადახალდეს და გაფართოვდეს პოლიტსაბჭო, რომელსაც ჩვენს პარტიაში გამგეობა ჰქვია. მე ვთვლი, რომ „ქართული ოცნების“ კოალიცია უნდა იყოს ძლიერი, თითოეული ის პარტია, რომლისგანაც ეს კოალიცია შედგება. მივესალმები იმას, თუ გაძლიერდება „ეროვნული ფორუმი“, გაძლერდებიან „მრეწველები“, კონსერვატორები, იმისთვის რომ კოალიცია იყოს ძლიერი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები