დავით უსუფაშვილი ქალაქ ბერნის მერს შეხვდა

შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქალაქ ბერნის მერთან, ალექსანდერ ჩეპეტთან გამართა. ქალაქის მერმა ქართულ დელეგაციას მერიის შენობაში, ,,ერლახენჰოფის” სასახლეში უმასპინძლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდერ ჩეპეტმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო ბერნის სტრუქტურული მოდელი, ასევე გაიმართა მსჯელობა საქართველოსთვის საინტერესო ქალაქის სოციალური მოწყობის სპეციფიკურ საკითხებზე. საუბარი შეეხო ქალაქ თბილისის მერის მომავალ ვიზიტსაც, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბერნის მერი, რომელიც ამავდროულად შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური ასამბლეის წევრია, პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები