პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025“ – ის საგაზაფხულო ფაზა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატით გაიხსნა

„პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025“ – ის საგაზაფხულო ფაზა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატით გაიხსნა,”- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრება, რომლის გამარჯვებულიც გორის გუნდი გახდა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. აფხაზეთის ომის გმირის თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასი გორმა არავის დაუთმო.

„ტურნირში მონაწილეობა მიიღეს  ომის ვეტერანებმა, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა, პარასპორტსმენებმა, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა.

ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, ქუთაისის, გორის, კასპისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიების მხარდაჭერით,  თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პარტნიორობით გაიმართა.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები