ქუთაისის საერთაშორისო ოლიმპიური აუზი წყალბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო ოლიმპიური აუზი წყალბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

,,ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე წყალბურთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობენ: საქართველოს, იტალიის და გერმანიის წყალბურთელთა ნაკრები გუნდები.
ღონისძიების მასპინძლები არიან, ქუთაისის ოლიმპიური აუზი და წყალბურთის კლუბი „სპორტ მენეჯმენტი“. თამაშების გენერალური სპონსორია “Wondernet Express Investment Group”, ხოლო სპონსორი კომპანია „ mart EV Charging Station“.
თამაშები 23-25 აპრილს გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები