მაკა ბოჭორიშვილი – ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან და რომლებიც იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც უკანონოა

ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, რომლებიც იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც არის უკანონო და შემდგომ ამ ფულს და ამ თანხებს იყენებენ პოლიტიკაში, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სალომე ზურაბიშვილის და უჩა ნანუაშვილის რუსი „პრანკერების“ მახეში გაბმას.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედებენ გარე ინტერესებით მართული ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

„პრინციპში ახალი არაფერი გაგვიგია. ძალიან კარგად ვიცით რას ემსახურება ეს ხალხი და საიდან ფინანსდება და ეს, რომ ვიცოდით და ამას, რომ ვხედავდით სწორედ ამიტომ გამოწვევად მიგვაჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ „გამჭვირვალობის“ კანონზე მუშაობა, სწორედ ამიტომაც გავიარეთ ის გზა, რაც გავიარეთ, საკმაოდ დაძაბული თუმცა ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, რომლებიც იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც არის უკანონო და შემდგომ ამ ფულს და ამ თანხებს იყენებენ პოლიტიკაში. ამაზე უნდა დაფიქრდნენ ალბათ კიდევ დონორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს საზოგადოებას თავი მოაჩვენონ, როგორც რაღაც კეთილმა ადამიანებმა, რომლებიც ზრუნავენ ქართველ ხალხზე და ქართულ საზოგადოებაზე. სინამდვილეში არანაირი კეთილი მიზნები აქ არ არსებობს, არანაირ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზრუნვა აქ არ არსებობს, აქ არსებობს ერთადერთი მიზანი და ეს არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმის დაფინანსება საქართველოში, რაც შემდგომ უკვე უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები