თედო ჯაფარიძე კოლეგებს მოუწოდებს, უარი თქვან აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოლეგებს მოუწოდებს, უარი თქვან აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობაზე.
ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს რაუნდი არ უნდა ჩატარდეს. როდესაც ერთი მხარე უტიფრად აქვეყნებს რაღაც გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ აფხაზებს ეს თუ არა, ამგვარ სიტუაციებში მე პირადად ვურჩევდი ჩემს კოლეგებს თავი შეიკავონ ამ რაუნდში მონაწილეობისგან”, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
საუბარია რუსეთის აფხაზეთისთვის შეთავაზებაზე ერთობლივი ჯარის შექმნასთან დაკავშირებით.  აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ახალ სამხედრო შეთანხმებაზე ასოცირების ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს პრაღაში დაგეგმილია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები