“ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში "თავისუფალი დემოკრატები" თვითმყოფად ადგილს იკავებენ“
ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი ასპარეზზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჩენ შევქმენით ალიანსი “ახალ მემარჯვენეებთან” ერთად და ირაკლი ალასანია ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერად დავასახელეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების“ საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს “თავისუფალი დემოკრატები” ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან მნიშვნელოვან და თვითმყოფად ადგილს იკავებენ.
“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ორივე პარტია ლიბერალურ-დემოკრატიული მიმართულების ერთგული ვართ. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც და ვართ ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული გაერთიანების წევრი და ჩვენთვის მიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ საშუალება მოგვცა, სერიოზულად ჩევრთულიყავით პოლიტიკურ ცხოვრებაში და დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია – ვართ ხელისუფლებაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.