წიგნის საერთაშორისო დღე და შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღე, 23 აპრილი იუნესკომ წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმრებს, თბილისის 172-ე საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების კლუბის“ წევრ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდია მოსწავლეებს წიგნიერების მნიშვნელობაზე, ქართული ბეჭდური წიგნის ისტორიასა და ქართული დამწერლობის წარმოშობაზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს გააცნო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და აქ დაცული იშვიათი გამოცემების შესახებ ინფორმაცია.
„წიგნი თანამედროვე ეპოქაში ხშირად მოდაში აღარ არის, რადგან წიგნები უკვე ინტერნეტშია ატვირთული. ეროვნულ ბიბლიოთეკას ციფრული ბაზებიც აქვს, მაგრამ ჩვენს ფონდებში 4 მილიონზე მეტი წიგნი ინახება, მათ შორისაა იშვიათი გამოცემები. პირველი ქართული სტამბა 1709 წელს მეფე ვახტანგ VI გამართა. მას ქართველი ანთიმოზ ივერიელი დაეხმარა. ამ სტამბაში დაიბეჭდა საღვთო წიგნები, „ვეფხისტყაოსანი“. წიგნი ევროპაში უფრო ადრე, XV საუკუნეში გაჩნდა. მანამდე იყო ხელნაწერები. ჩვენი ბიბლიოთეკა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს, ძველნაბეჭდ წიგნებსაც ინახავს და თანამედროვე ეპოქასაც უწყობს ფეხს“, – თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები